|
2020-04-06 11:24:17, 11898 ნახვა
ომი უკრაინაში
რატიანი - პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული 42 წლის მამაკაცია გადმოყვანილი, მისი მდგომარეობა კლინიკურად უარყოფითია
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსის ინფექციით, მათთან მოთავსებულია 42 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც კლინიკურად უარყოფითია. მისივე თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სხვადასხვა კლინიკებიდან რამდენიმე პაციენტია გადმოყვანილი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. „ერთ-ერთის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. პაციენტი არის 67 წლის. კლინიკურად სახეზეა ამ პაციენტთანაც COVID ინფიცირების შედეგად გამოწვეული მწვავე რესპირატორული დისტრესი გენმოდინამიკის რღვევით. რაც შეეხება კიდევ სამწუხარო ინფორმაციას, მინდა გითხრათ, რომ არის ახალგაზრდა მამაკაცი 42 წლის, რომელიც გუშინ არის ჩვენს კლინიკაში შემოსული და აქაც დადასტურებულია COVID ინფექცია. პაციენტთან გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, რის გამოც მოთავსდა რენიმაციულ-კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. დინამიკაში მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე უარყოფითია კლინიკურად. მიუხედავად ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებებისა, ნებისმიერ დროს შესაძლებელია პაციენტი გადაყვანილი იქნას აპარატზე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, მინდა გითხრათ, რომ გადმოყვანილია რამდენიმე პაციენტი სხვადასხვა კლინიკიდან. მათი მდგომარეობა განსაკუთრებით ერთის კრიტიკულია. ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციას აქაც აქვს მწვავე რესპირატორული დისტრესის სინდრომი გულის მწვავე უკმარისობით“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)