|
2020-04-04 10:17:26, 6724 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ძნელაძე: საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებას თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მყისიერი რეაგირება მოყვა
„თავდაცვის ძალები თავისი ქვედანაყოფებით აქტიურად არის ჩართული ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების მხარდამჭერ ღონისძიებებში“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიგადის გენერალმა ირაკლი ძნელაძემ ტელეკომპანია POST-TV -ის ეთერში, გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ საუბრისას განაცხადა. ბრიგადის გენერალმა ირაკლი ძნელაძემ საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებულ ვითარებაზე და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებას თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მყისიერი რეაგირება და მკაცრი ღონისძიებები მოყვა. „პირველი შეზღუდვა შეეხო მოგზაურობას - იტალია, გერმანია, საფრანგეთი, აზიის ქვეყნები, ამ ქვეყნებში მოგზაურებთან თუ ვინმეს ჰქონდა კონტაქტი, აეკრძალათ სამსახურში მოსვლა და დაევალათ მოეხსენებინათ უშუალო ხელმძღვანელისთვის, რათა შემდეგ ეტაპზე მომხდარიყო მათი სამედიცინო გამოკვლევა უკვე ადგილზე, იზოლაციაში. ამან გარკვეულწილად იმუშავა პირველ ეტაპზე, რათა არ მომხდარიყო ვირუსის შემოღწევა. შემდეგ ეტაპზე გამკაცრდა შემსვლელ - გამომსვლელთა დაშვების რეჟიმი. ყოველდღიურად ხდება ტემპერატურის გაზომვა, სიმპტომების შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება დაშვება ტერიტორიაზე. ასევე აკრძალულია ვიზიტორებისა და მნახველების დაშვება. ჯარი გადასულია ყაზარმულ მდგომარეობაზე, რითაც მინიმუმამდეა დაყვანილი კონტაქტი“, - აღნიშნა გენერალმა.
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)