|
2015-08-05 10:36:56, 359 ნახვა
საზოგადოება
დაბა კაზრეთში პროექტის „ნუ შეზღუდავ ჩვენს შესაძლებლობას“ პრეზენტაცია გაიმართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის საზოგადოებრივ ცენტრში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, პროექტის „ნუ შეზღუდავ ჩვენს შესაძლებლობას“ პრეზენტაცია გაიმართა. სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის ორგანიზატორები არიან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, ორგანიზაციები „IFES” და „ახალგაზრდული თაობა“. შეხვედრის მთავარ მიზანს, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე სწორი ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. ამ კუთხით მათი ცნობიერების ამაღლება, სწორი ტერმინოლოგიის შესწავლა, მათი სწორი იდენტიფიცირება და ადამიანთა თანასწორუფლებიანობის ხაზგასმა, რაც სამომავლოდ აღმოფხვრის მათდამი გამოწვეულ სტიგმას, დისკრიმინაციას და ხელს შეუწყობს შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ანალოგიური შეხვედრები პროექტის ფარგლებში საქართველოს 13 სოფლის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, რეგიონში მცხოვრებ 14-29 წლამდე ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრეინინგები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით და სერტიფიკატები გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირების ხელშეწყობაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)