|
2020-03-31 19:48:27, 14759 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა, სტაბილურად გაუმჯობესებულია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ მათ ცენტრში დღეს დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი შეიყვანეს და ამჟამად, ინფექციურ საავადმყოფოში 33 პაციენტს აქვს დადასტურებული კოვიდ-19. მისივე ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურად გაუმჯობესებულია. „ჩვენ ცენტრს დღის მეორე ნახევარში დაემატა 2 ახალი დადსტურებული პაციენტი, რომელიც ჩვენს ცენტრშ არ დადასტურებლა, არსებული კონტაქტების გამოკლვლევისას, ეს კონტაქტები გადმოყვანილ იქნა ბინიდან ჩვენთან. ამ ეტაპზე, 33 პაციენტი მკურნალობს, 18 გამოჯანმრთელებულია ჩვენგან გაწერილი, დღის მეორე ნახევარში არ შემოგვმატებია ჯერ ახალი პაციენტები. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც გაუმჯობესებული იყო, სტაბილურად რჩება გაუმჯობესებული, აქედან გამომდინარე ვლაპარაკობთ, რომ ალბათ შესაძლებელია მისი პროგნოზირება იყოს უკვე გარკვეულწილად გაუმჯობესებული და მასზე ვილაპარაკოთ, როგორც სტაბილურ პაციენტზე, დანარჩენების მდგომარეობა უცვლელია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)