04:36 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-31 13:35:31, 3020 ნახვა

ომი უკრაინაში
მოგზაურობის ისტორიის მქონე მოქალაქეების გარდა, კორონავირუსზე ტესტი შესაძლოა ადამიანთა დამატებით ჯგუფებსაც ჩაუტარდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ხვალ გახდება ცნობილი, მოგზაურობის ისტორიასთან კავშირში მყოფი მოქალაქეების გარდა, რომლი ჯგუფის წევრებს ჩაუტარდებათ ტესტირება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დღეს დასრულდება მუშაობა ალგორითმზე, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს აღნიშნულ კვლევებს.

„ამ შემთხვევაში ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული განმარტება, რას ნიშნავს საეჭვო შემთხვევა და რას ნიშნავს დიაგნოსტირებული შემთხვევა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტების ცვლილება ქვეყნების დონეზე გამართლებული პრაქტიკა არ არის და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ცვლილებას არ გავაკეთებთ. თუმცა, ალგორითმი, რომელიც მუშავდება, ითვალისწინებს ტესტირების გაფართოებას და მისი ტესტირებით მოცვის გაფართოებას არა მხოლოდ მოგზაურობის ანამნეზთან დაკავშირებული პირებისთვის, არამედ იმ პირებისთვის, ვისაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეულ ეტაპზე რთული კლინიკური სიმპტომები, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს COVID-19-ის არსებობას, ასევე სხვა მაღალი რისკის პირებში. ამდენად, განმარტების თვალსაზრისით, ჩვენ მივყვებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებას, რაც შეეხება იმას, თუ რომელი ჯგუფი დაექვემდებარება ტესტირებას და გასცდება თუ არა ეს მოგზაურობის ანამნეზთან მიბმულ ისტორიას, ამაზე პასუხს გასცემს ის ალგორითმი, რომელიც დღეს დასრულდება და ხვალიდან გახდება ხელმისაწვდომი, როგორც კლინიცისტებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics