|
2019-12-27 15:52:46, 3704 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელზეც ყოველთვის იდგა ქვეყნის განვითარება
ბათუმში ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა წლის შემაჯამებელ ღონისძიება გამართა. შეხვედრის ფარგლებში, ცენტრის მიერ განხორციელებული მასშტაბური ღონისძიებები და პროექტები განიხილეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდების ხარისხიანი განათლების მნიშვნელობას და ქვეყნის და რეგიონის განვითარებაში მათ ჩართულობას გაუსვა ხაზი. ,,ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელზეც ყოველთვის იდგა ქვეყნის განვითარება. ახალგაზრდობა ქვეყნის დადებითი ცვლილებების მამოძრავებელი ძალაა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი გამხდარიყო მასშტაბური და მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ იდეის მხარდაჭერისთვის. საქართველო საჭიროებს გულანთებულ და განათლებულ ახალგაზრდებს, საჭიროებს პატრიოტებს და ამავე დროს, ძალიან პრაგმატულ საზოგადოებას, რომელიც შეძლებს მიიღოს გადაწყვეტილება, აიღოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს. ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანები საერთაშორისო ასპარეზზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება მხოლოდ ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით იქნება შესაძლებელი" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ, 2019 წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებში 15 000-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ცენტრის შემაჯამებელ შეხვედრაზე განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაც გაიმართა. ახალგაზრდებმა საჯაროდ განიხილეს მომავალ წელს გეგმები და პროგრამები. ცენტრის შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავიძაძემ და რეგიონის ახალგაზრდებმა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)