|
2017-02-27 14:46:14, 1826 ნახვა
კომენტარი
გიორგი ტუღუში საპატრიარქოს მოვლენებზე: ესაა ქმედებები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს
,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრი გიორგი ტუღუში საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ გამოძიების და პროკურატურის გარდა, უკვე არაერთი ვერსია არსებობს, რომლებზეც სხვადასხვა პირები საუბრობენ: „მათშორის ხდება სპეკულაცია სხვადასხვა ფაქტებით. მიზეზი, რის გამოც ჩვენ მოვითხოვეთ მთავარი პროკურორის თანამდებობიდან მოხსნა, სწორედ ეს პროცესებია, რაც ამ საქმის გარშემო განვითარდა. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი პროკურატურის მხრიდან ცირკს დაემსგავსა და არანაირი რეალური პასუხი არ აქვს საზოგადოებას იმაზე, თუ რა ხდება. მიმდინარეობს როგორც ამბობენ საქმეში არსებული მტკიცებულებების სხვადასხვა სახით ჩვენება. მათშორის საპატრიარქოში ჩანაწერებს, რომლებიც როგორც ამბობენ, აჩვენებენ როგორც სასულიერო პირებს, ასევე საპატრიარქოს შენობაში მყოფ სხვა ადამიანებს. მიმდინარეობს საუბარი ასევე ამ ჩანაწერების შინაარსზე. ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. ეს არის ქმედებები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს, არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც უნდა პროკურატურამ და მისმა ხელმძღვანელობამ აგოს პასუხი, რომ საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში და ამ ცირკს ბოლო კვირებია აყურებინებს,’’- აცხადებს გიორგი ტუღუში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)