04:07 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 20:05:30, 467 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტრო თანამშრომლების გათავისუფლებას აგრძელებს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დღეს ნინო გორგოძე გაათავისუფლეს

თავდაცვის სამინისტრო, თანამშრომლების გათავისუფლებას აგრძელებს. ამჯერად, 17 წლიანი თანამშრომლობის მიუხედავად სამინისტრომ, მოქალაქე ნინო გორგოძე გაათავისუფლა, ამის შესახებ თავად გორგოძე სოციალურ ქსელში წერს.

 „ასე და ამგვარად, დასრულდა ჩემი 17 წლიანი სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

ცხოვრების თითქმის ნახევარი ამ უწყებაში, იმ შეგნებით გავატარე რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემქონდა თავდაცვის ძალების, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხერხემლის გაძლიერებაში.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ არ ჩათვალა საჭიროდ, სასარგებლოდ, ღირებულად ეს მცირე წვლილი… რას ვიზამთ, ასეთია გადაწყვეტილება რომლის სამართლიანობაზეც სხვა დროს და სხვა ფორმატში ვისაუბრებ.

ახლა მხოლოდ მადლობას ვეტყვი ყველა ღირსეულ სამხედრო მოსამსახურეს თუ სამოქალაქო პირს, ვისთან ერთადაც მიმუშავია და ბევრ მათგანთან მეგობრობა ჩემთვის ამ წლების უმთავრესი მონაპოვარია.

წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს ქვეყნის სამსახურში.

25 თებერვალია.. რუსეთი ოკუპანტია… საქართველოს დიდება!“ - წერს მოქალაქე, ნინო გორგოძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics