04:28 - 14 Feb, 2025
2025-01-14 16:09:16, 273 ნახვა
ჰამასი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მძევლების გათავისუფლებას
![]() AP News-ის ინფორმაციით, ჰამასი დათანხმდა დოჰაში მომზადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საბოლოო ვერსიას. მედიასთან ამ ინფორმაციას მოლაპარაკებებში მონაწილე პირები ადასტურებენ. Associated Press-მა მოიპოვა შეთანხმების დოკუმენტი. ისრაელის წარმომადგენლის მიხედვით, შეთანხმებასთან დაკავშირებით პროგრესი ნამდვილად არსებობს, თუმცა, მიმდინარეობს საბოლოო დეტალების შეჯერება. საბოლოო თანხმობისთვის, დოკუმენტი ისრაელის სამთავრობო კაბინეტმა უნდა დაამტკიცოს. ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი და ულტრამემარჯვენეთა პარტია ოცმა იეჰუდითის ლიდერი ითამარ ბენ გვირი ამბობს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმების შემთხვევაში მისი პარტია სამთავრობო კოალიციას დატოვებს. შეთანხმებას ასევე ეწინააღმდეგება ფინანსთა მინისტრი, ბეცალელ სმოტრიჩი.
მძიმე დარტყმა რეჟიმს - ევროპარლამენტმა ოცნების მთავრობას თვითგამოცხადებული უწოდა
15 წლის მოციგურავე ინგა გურგენიძემ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქრო მოიპოვა
ოცნებას და ივანიშვილს მიაჩნიათ, რომ ე.წ დიფ სთეითი გაანადგურებს ევროკავშირს
Sputnik აზერბაიჯანის თანამშრომლები ბაქოში ერთამდე შემცირდება
|
რედაქტორის რჩევით
მძიმე დარტყმა რეჟიმს - ევროპარლამენტმა ოცნების მთავრობას თვითგამოცხადებული უწოდა
![]() 23 თებერვლამდე რუსეთის სკოლებში ზარი ომის სიმღერებით დაირეკება
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო - არ ვცნობთ „ოცნების“ მთავრობას, ლეგიტიმური პრეზიდენტი ზურაბიშვილია
დღის თემა
|