|
2024-06-05 11:49:04, 642 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - ზელენსკი 7 ივნისს მაკრონს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 7 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, მაკრონი ზელენსკის ელისეის სასახლეში შეხვდება, რათა განიხილოს „უკრაინის საჭიროებები“ რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე. „იმ დროს, როდესაც რუსეთის თავდასხმები სტაბილურად ძლიერდება ფრონტის ხაზზე და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, 2 პრეზიდენტი განიხილავს ადგილზე არსებულ სიტუაციას და უკრაინის საჭიროებებს“, - წერს მედია. მათივე ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, დისკუსიები „უკრაინის მხარდასაჭერი კონფერენციის“ გაგრძელებაზეც იქნება. გარდა ამისა, როგორც მედია აღნიშნავს, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთმა მიუხედავად ზოგიერთი მოკავშირის შეშფოთებისა და რუსეთის კრიტიკისა, შესაძლოა, მალე სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნოს უკრაინაში. დადასტურებულია, რომ პარიზმა, შესაძლოა, ასეთი გადაწყვეტილება სწორედ ამ კვირის ბოლოს, ზელენსკის ვიზიტის დროს გამოაცხადოს. ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის შესახებ გასულ კვირას გამოაცხადა, თუმცა უკრაინულ მხარეს ეს ჯერ არ დაუდასტურებია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)