|
2024-06-04 09:31:24, 783 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - იტალიამ დაადასტურა, რომ უკრაინას SAMP/T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გაუგზავნის
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ დაადასტურა, რომ რომი უკრაინისთვის კიდევ ერთ SAMP/T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნას აპირებს. აღნიშნული ინფორმაცია ტაიანიმ ტელეკომპანია RAI-თან ინტერვიუში დაადასტურა და თქვა, რომ თავდაცვის სისტემა თავად უკრაინამ ითხოვა. როგორც სააგენტო Reuters-ი და იტალიური გაზეთი Corriere della Sera იტყობინებიან, კიევი იქნება პირველი, რომელსაც მიეწოდება სისტემა, რომელიც მას საშუალებას მისცემს, 10 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდოს. „უკრაინას აქვს ამერიკული პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც ასევე შეუძლიათ ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება, მაგრამ კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას ესაჭიროება გაცილებით მეტი ასეთი სისტემა“, - წერს მედია. მათივე ინფორმაციით, 2023 წელს იტალიამ და საფრანგეთმა უკრაინას მიაწოდეს პირველი SAMP/T ინსტალაცია. შეიარაღებულმა ძალებმა, შესაძლოა, მეორე ასეთი სისტემა მიიღონ, რომელიც ამჟამად ქუვეითშია, თუმცა მალე იტალიაში უნდა დაბრუნდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)