|
2024-05-30 17:22:06, 679 ნახვა
ომი უკრაინაში
რასმუსენი - უკრაინა შეძლებს, გამოიყენოს F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავები რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეძლებს, გამოიყენოს მისთვის გადაცემული F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, რასმუსენმა კითხვას, მისცემს თუ არა კოპენჰაგენი უკრაინას უფლებას, გამოიყენოს მისი ქვეყნის მიერ გადაცემული F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავები რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების დასარტყმელად, მან ასე უპასუხა - „მოკლე პასუხი არის დიახ“. „ეს არ არის ახალი პოზიცია, ეს არის ტრანსფერის ნაწილი. ჩვენ თავიდანვე განვმარტეთ, როდესაც განვიხილეთ დანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, რომ ეს არის თავდაცვის ნაწილი, აგრესორის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა", - განაცხადა რასმუსენმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)