|
2024-05-30 10:40:56, 646 ნახვა
ომი უკრაინაში
ლავროვი - ჩინეთს შეუძლია, მოაწყოს სამშვიდობო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთი და უკრაინა
ჩინეთს შეუძლია, მოაწყოს სამშვიდობო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთი და უკრაინა,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია "რია ნოვოსტს" განუცხადა. ლავროვის თქმით, "ეს ნაბიჯი იქნება პეკინის მცდელობების გაგრძელება უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად". "ჩვენ ვიზიარებთ ჩინეთის პოზიციას, რომ კონფლიქტის ძირეული მიზეზები, პირველ რიგში, უნდა განიხილებოდეს და დაცული იყოს ყველა მხარის სამართლებრივი ინტერესები შემდგომი შეთანხმებებით, რომლებიც დაფუძნებულია უსაფრთხოების თანაბარ და განუყოფელ პრინციპზე. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, ეს გულისხმობს ადგილზე არსებული რეალობის პატივისცემას, რომელიც ასახავს იქ მცხოვრები ხალხის ნებას",- ამბობს ლავროვი. ლავროვმა ასევე გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის დახმარების გამო და განაცხადა, რომ ვაშინგტონი "კიევის რეჟიმის დანაშაულის თანამონაწილე გახდა".
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)