15:34 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-13 17:24:45, 870 ნახვა

Spiegel - G7-ის ქვეყნები უკრაინის დასახმარებლად 30 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ

 ინდუსტრიული ქვეყნების ჯგუფის (G7) ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 30 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ. ამის შესახებ გამოცემა Spiegel იტყობინება.

მედიის ცნობით, დახმარება მიზნად ისახავს ომის შედეგად განადგურებული ქვეყნის ფინანსური საჭიროებების დაფარვას.

"გამოყოფილი თანხა ეტაპობრივად წლის ბოლომდე,  სესხებისა და გრანტების სახით, გადაეცემა უკრაინას",- ნათქვამია სტატიაში.

 Spiegel მოლაპარაკებებში მონაწილე წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის, რადგან ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა მას ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, რომ დიდი შვიდეულის ლიდერებმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ თქვეს, რომ G7 რუსეთის ელიტის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს. ასევე, დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთის ეკონომიკის სრულ იზოლაციაში მოქცევას ეცდებიან. დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ასევე პირობა დადეს, რომ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას ეტაპობრივად, მათ შორის რუსული ნავთობის აკრძალვით შეაჩერებენ. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ნაკრების გამარჯვება აჩვენებს, რომ სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
პრემიერი - სტაჟირების პროგრამა წელსვე უნდა ამოქმედდეს და 3 000-ზე მეტი კურსდამთავრებული უნდა იყოს მიღებული
ჯო ბაიდენი - საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, ისრაელი სრულად აღიარონ
პროგრამის „საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“ ფარგლებში, 100 ქალი დაფინანსდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics