11:08 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 17:26:47, 369 ნახვა

კოჯორში იუნკერთა მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ კოჯორში იუნკერთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაასრულა. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილსიის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების შედეგად, მემორიალის მიმდებარედ სრულად მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა - დაიდგა საპარკე სკამები და ურნები, დამონტაჟდა განათებისა და სარწყავი სისტემა. ჩატარდა გამწვანების  სამუშაოები და ტერიტორია შემოისაზღვრა დამცავი ბარიერებით.

დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე და თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის არჩეული კანდინატი, ზურაბ აბაშიძე გაეცნენ.

„მემორიალის რეაბილიტაცია ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობისაა. იუნკერებმა სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის ვალია, ყოველთვის გავიხსენოთ ჩვენი გმირები, ყოველწლიურად მოვიდეთ მემორიალთან და  პატივი მივაგოთ მათ “, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

„სამუშაოების განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 191 882 ლარი გამოიყო.

1921 წლის თებერვალში, რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას, იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. სწორედ მათი ხსოვნის პატივსაცემად,  დავით ციციშვილის თაოსნობით აიგო იუნკერთა მემორიალი. „ - ნათქვამია განცხდებაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნინო თანდილაშვილი - კლიმატის ცვლილება არ არის საზოგადოების ცალკეული ნაწილის გამოწვევა, ეს საყოველთაო პრობლემაა და მასთან გამკლავება ერთიან ძალისხმევას საჭიროებს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 440 790-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთში ულტრა სწრაფი ინსულინის დეფიციტია
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics