|
2020-04-08 18:10:35, 1185 ნახვა
კომენტარი
საუნივერსიტეტო კლინიკაში 14 წლის პაციენტს გამოუვლინდა კორონავირუსი და გადაყვანილია თერაპიულ განყოფილებაში
მივიღეთ 2 ახალი პაციენტი, ერთ-ერთი 14 წლის, რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატოანმა გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან ასევე განაცხადა, რომ პაციენტი მოთავსებულია თერაპიულ განყოფილებაში. „ამ ეტაზე ჩვენ 71 პაციენტი გვყავს, 53 ინფიცირებული, 2 გავწერეთ, მაგრამ ეს ამ 53-ში არ შედის. მივიღეთ 2 ახალი პაციენტი, ერთ-ერთი 14 წლის, რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან. კლინიკური კვლევების შედეგად ამ ეტაპამდე, ამ მოზრდილთან გამოვლენილია კოვიდ ინფიცირება და ზედა სასუნთქი გზებისთვის დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინებები. ჩაუტარდა ყველა გამოკვლევა სტანდარტის მიხედვით და პაციენტი მოთავსდა თერაპიულ განყოფილებაში. რაც შეეხება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მყოფი პაციენტების მდგომარეობას, მათი დინამიკა უცვლელია, კლინიკაში ამ 53 პაციენტიდან გვყავს 27 კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურებული, მწვავე პნევმონიით. დღეისათვის გაგზავნილია რამოდენიმე ტესტი ლუგარის ლაბორატორიაში და ველოდებით დღის მეორე ნახევარში პასუხებს. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო პროტოკოლში რომლის ავტორი მეც გახლავართ, ბატონ თენგიზთან ერთად ჩადებული გვაქვს პლაქველინო თერაპია და იმ პაციენტებთან რომელბსაც ვფიქრობთ, რომ კლინიკურად უნდა დავნიშნოთ პლაქველინი, პრეპარატით მკურნალობა ინიშნება. მოგეხსენებათ სულ ერთი თვეა რაც კლინიკამ დაიწყო ბრძოლა კოვიდ-19-თან დაწყებული გვაქვს სტანდარტული თერაპია, გადაგზავნილი გვაქვს სტატისტიკა დამუშავებაზე. რამდენიმე დღეში ველოდებით პასუხს და ზოგად ინფორმაციას მოგაწვდით ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლევან რატოანმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)