|
2020-04-08 15:16:18, 1073 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - კომპანიების საქმიანობის გაგრძელებისთვის საჭირო გადამოწმების პროცესი გეგმაზომიერად, წარმატებით მიმდინარეობს
გეგმაზომიერად და ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ბიზნესის ახალ წესებთან ადაპტაციის პროცესი - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გადამოწმების პროცესი ყოველდღიურად გაგრძელდება და დარწმუნებულები კომპანიები, რომლებსაც დრო მიეცათ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას ისე, რომ სრულიად დაცულები იქნებიან ეპიდემიის გავრცელების რისკებისგან. „გეგმაზომიერად და ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ბიზნესის ახალ წესებთან ადაპტაციის პროცესი - 6 და 7 აპრილის განმავლობაში ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს უწყებების გაერთიანებული ძალებით მთელი საქართველოს მასშტაბით შემოწმდა 76 კომპანია, აქედან 40 კომპანიაა ისეთი, რომლებსაც დროებით შეჩერებული აქვს საქმიანობა და აპლიკაციის სახით სამინისტროში შემოიტანეს განაცხადი საქმიანობის გასაგრძელებლად. ამ 40 კომპანიიდან დაკმაყოფილდა 26, ხოლო 14 კომპანიას დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა გარკვეული დრო გამოსასწორებლად. გადამოწმების პროცესი ყოველდღიურად გაგრძელდება და დარწმუნებულები ვართ, რომ კომპანიები, მათ შორის ისეთებიც, რომლებსაც დრო მიეცათ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას ისე, რომ სრულიად დაცულები იქნებიან ეპიდემიის გავრცელების რისკებისგან" - განაცხადა ნათია თურნავამ. როგორც მინისტრმა განმარტა, განსაზღვრულია რამდენიმე პრიორიტეტული კრიტერიუმი, თუ რომელი ბიზნესი გადამოწმდება სხვებთან შედარებით უფრო ადრე. „პირველ რიგში, ეს არის მიწოდებათა ჯაჭვი, რომლის მიხედვით ესა თუ ის ბიზნესი ემსახურება და აწვდის პროდუქციას კრიტიკულად მნიშვნელოვან საწარმოებს - მაგალითად, ეს არის კვების ინდუსტრიისთვის ან სამედიცინო დარგისთვის გარკვეული მასალების და საქონლის, ასევე სისტემაშექმნელი საწარმოებისთვის ღირებულებათა ჯაჭვში გარკვეული პროდუქტის ან სერვისის მიწოდება" - აღნიშნა მინისტრმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)