|
2020-04-08 14:20:15, 1110 ნახვა
კომენტარი
თურნავა - შაბათს უკვე ხელმისაწვდომი იქნება ქართული წარმოების მრავალჯერადი 400 000 პირბადე, რომელიც 50 თეთრი ეღირება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე, ქართული წარმოების, მრავალჯერადი პრიბადეების რეალიზაციაში ჩაშვების დღედ, შაბათს ასახელებს. მისი თქმით პირბადეები 50 თეთრი ეღირება. მან ასევე აღნიშნა, რომ ერთი პირბადით, დელიკატურად მოხმარების შემთხვევაში ადამიანმა შესაძლოა ერთი კვირის განმავლობაში ისარგებლოს. "ქართული წარმოების პირბადეები უკვე გავუშვით სააფთიაქო ქსელებში. 400 000 ბირბადე საწყის ეტაპზე. დაახლოებით ორი დღე იქნება საჭირო, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს. „ავერსი“, „ფარმადეპო“, „პე ეს პე“-სა და „ჯი პი სი“,- ზე , რადგან ეს ოთხი ქსელი არის ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი და სწორედ მათთან თანამშრომლობით დავიწყეთ ჩვენი პირბადეების გადანაწილება და მიწოდება მოსახლეობისთვის. ყველაზე გვიან შაბათს, უკვე ყველა ამ აფთიაქში, იქნება საშუალება ჩვენი წარმოების, მრავალჯერადი მოხმარების პირბადეების შეძენა. რაც შეეხება ფასებს, ნედლეულის მოწოდება, როგორც იცით ხდება სხვა ქვეყნებიდან და ამას თავისი ღირებულება გააჩნია და მიუხედავად იმისა, რომ ყველა სამკერვალო უსასყიდლოდ გვიკერავს პირბადეს, თვითონ ნედლეულიდან გამომდინარე სახელმწიფოს თითო პირბადის შეკერვა უჯდება ერთ ლარზე მეტი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვინდა რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი პირბადე მოსახლეობისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ქსელებში ადამიანებისთვის პირბადეები გაიყიდება 50 თეთრად. ეს არის სუფსიდირებადი ფასი. პრაქტიკულად პირბადე ნახევარ ფასადა გაიყიდება და აფთიაქები ამას მოგების ფასს არ დაამატებენ. საწყის ეტაპზე შევთანხმდით, რომ აფთიაქები თვითონ დაარეგულირებენ, რა რაოდენობის პირბადეს გაყიდიან თითო მომხმარებელზე გაიცეს. ჩვენ ვსაუბრობთ, მრავალჯერადი მოხმარების პირბადეებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირბადით, დელიკატურად მოხმარების შემთხვევაში ადამიანმა შესაძლოა ერთი კვირის განმავლობაში ისარგებლოს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)