12:42 - 18 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-03 10:26:58, 327 ნახვა

პოლიტიკა
მილერი - ბლინკენი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ბრიფინგზე ისაუბრა.

მილერმა კითხვაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რამდენად არის ჩართული ამ საკითხებში, განაცხადა, რომ სახლმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, მაინც ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მას ამის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად აქვს.

გარდა ამისა, მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება აღნიშნულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების მეთაურთა ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას“.

„ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ და ვგმობთ ცრუ ნარატივს, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები იყენებენ კანონმდებლობისა და ანტიდასავლური რიტორიკის დასაცავად. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საქართველო დააყენეს საეჭვო ტრაექტორიაზე, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია და არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას კონკრეტულ პასუხებზე, რომლებიც შეიძლება, განვახორციელოთ, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ ნათლად განვაცხადეთ, რამდენად სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს და რამდენად შეშფოთებული ვართ.

შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ყურადღებით ადევნებს თვალს. მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, სხვადასხვა ქვეყანაში, ეს არის საკითხი, რომელზე ინფორმაციაც რეგულარულად აქვს“,- განაცხადა მეთიუ მილერმა, რომლის ქართულ ენაზე თარგმნილ კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფავლენიშვილი - გუშინ, ჩემს ერთი წლის შვილთან ერთად ვიყავი, დამხვდა 5 პირბადიანი პირი, რომლებიც სიტყვიერად დამემუქრნენ
ლაშა ფარულავა - ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ შეძლეს, მაგრამ მამაჩემის ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ახლა რეანიმაციაშია
DW - გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში წყალდიდობას ებრძვიან
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics