2024-05-02 13:47:39, 239 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულს, იოახიმ შტამპს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის ცირკულარული მიგრაციის მიმართულებით, თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. "განიხილეს საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვა, ასევე - საქართველოში მცხოვრები და დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების სისტემური აღრიცხვა. შეხვედრაზე, საუბარი შეეხო „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ" შეთანხმებას, რომელსაც ხელი გასულ წელს მოეწერა. ხელშეკრულება მოიცავს დებულებებს უკანონო მიგრაციის შემცირებაზე, შრომითი ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობასა და საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობა, ხელს შეუწყობს ლეგალურ შრომით მიგრაციას, არალეგალური შრომითი მიგრაციის შემთხვევების შემცირებას, საქართველოს ფარგლებს გარეთ, შრომით მოწყობასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებასა და მათი კანონიერი საქმიანობის წახალისებას. თავის მხრივ, მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულმა, მიხეილ სარჯველაძეს, მიგრაციის პოლიტიკის მიმართულებით, გერმანული მხარის მიზნები და სამომავლო გეგმები გააცნო",- ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ღარიბაშვილი - თუ კანონში დამატება მოხდა, იქვე რატომ არ მოახდინეს რეაგირება
საია - მოვუწოდებთ პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ, ხოლო თსუ-ს სტუდენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ
საგარეო - ევროსაბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას
Reuters - ავღანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა
|
ომი უკრაინაშიკიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|