2024-04-27 19:07:46, 372 ნახვა
მსოფლიო
ლაიენი - უნგრეთს EU-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი დღეს რომ წარედგინა, განვიხილავდით, აკმაყოფილებს თუ არა ის წევრობის პირობებს
უნგრეთს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი დღეს რომ წარედგინა, ჩვენ ისევე, როგორც სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, განვიხილავდით, აკმაყოფილებს თუ არა ის წევრობის პირობებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, უპირველეს ყოვლისა ეს ეხება კანონის უზენაესობასთან და კორუფციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. “ევროპის გაერთიანებამ, ასევე დიდი სტიმული მისცა ეკონომიკას, რადგან ერთიანი ბაზარი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, ორ ათწლეულში ევროკავშირის შიდა ვაჭრობა 40 პროცენტით გაიზარდა, ათ ახალ წევრ ქვეყანაში 6 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა და უმუშევრობა განახევრდა. დღეს ევროპაში უზარმაზარი ქსელი გადის, რომელიც შედგება მაგისტრალების, სარკინიგზო ხაზების, მილსადენებისა და მონაცემთა გადაცემის კაბელებისგან. ათეულის გაწევრიანებამ მეტი წონა და მნიშვნელობა შესძინა ევროკავშირს. შეიცვალა ჩვენი ხედვაც, ბევრი რამ ვისწავლეთ იმ მწარე გამოცდილებიდან, რომელიც ამ ქვეყნებმა საბჭოთა კავშირისგან მიიღეს. მათ ბევრი რამ გვასწავლეს კრემლისა და პრეზიდენტ პუტინის მოქმედების შესახებ და ამან გაზარდა ჩვენი სიფხიზლე. როდესაც 27 წევრი სახელმწიფო და 450 მილიონი ადამიანი ერთად მუშაობენ, ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება. მაგრამ გაფართოების უზარმაზარი სარგებელი გასათვალისწინებელია“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, დაფიონი კობახიძის მიერ საჯარო დისკუსიის შეთავაზებაზე - ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლა, სტუდენტური ფიცის ღალატი იქნება
ღარიბაშვილი ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტზე - მათი მიტინგზე გამოსვლა შეურაცხმყოფელია
ღარიბაშვილი პრეზიდენტზე - თუ გამოდიხარ და გაქვს პრეტენზია, რომ გახდე ლიდერი, ლიდერმა უნდა თქვას აზრი, მაშინ რას სთავაზობს საზოგადოებას
ღარიბაშვილი - თუ კანონში დამატება მოხდა, იქვე რატომ არ მოახდინეს რეაგირება
|
ომი უკრაინაშიკიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|