2024-04-25 09:39:21, 375 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ბოლო კვირებში შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის ტიპის რაკეტები ფარულად გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. მედია წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ რაკეტები უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტში შედიოდა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 12 მარტს დაამტკიცა. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, რაკეტები პირველად 17 აპრილის გამოიყენეს, ყირიმში რუსული აეროდრომის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინის ფრონტის ხაზებიდან, დაახლოებით, 165 კმ-ში (103 მილი) იყო. „პენტაგონი თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა შორი დისტანციური რაკეტების განლაგებას, იმის შიშით, რომ ამერიკული მარაგიდან რაკეტების დაკარგვა აშშ-ის სამხედრო მზადყოფნას დააზარალებდა. ასევე არსებობდა შეშფოთება, რომ უკრაინა მათ რუსეთის სიღრმეში სამიზნეებზე თავდასხმისთვის გამოიყენებდა“, - წერს მედია ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით. ავტორი: ექსპრესნიუსი, პროკურატურამ გარდაბანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
The New York Times - შეიარაღებულმა მამაკაცმა ავღანეთში 3 ესპანელი ტურისტი მოკლა
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ტიტე გედენიძე - კიდევ ერთი თავდასხმა, ამჯერად ჩვენს თანამებრძოლ ლუკა შველიძეზე - ოთხნი იყვნენ ნიღბებში
|
ომი უკრაინაშიუკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს - დაშავდა 19 და დაიღუპა 2 ადამიანი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|