23:07 - 04 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-24 17:35:37, 234 ნახვა

საზოგადოება
Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

"საქართველოს ბანკი", როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება „ხელმისაწვდომი AI : ბიზნესის ყოველდღიური დავალებების ავტომატიზაციისთვის“, 25 აპრილს, ბათუმში, Ripple.space - ში გაიმართება.

ღონისძიებაზე საერთაშორისო კონსულტანტი, Bankso Nomand Fest - ისა და Accessible AI Podcast - ის თანადამფუძნებელი და მონაცემთა მეცნიერი - შოლა აბიდოიე ბიზნესის წარმატებაში  AI-ს როლზე ისაუბრებს და სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. 

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველას. ის  განსაკუთრებით სასარგებლო მარკეტერებისთვის და იმ  ბიზნესის მფლობელებისთვის იქნება, რომლებიც საკუთარი ბიზნეს საქმიანობაში  ჯერ კიდევ არ იყენებენ AI ინსტრუმენტებს. 

„საქართველოს ბანკი მუდმივად მუშაობს სიახლეების დანერგვაზე, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე აქტიურად ვუჭერს მხარს საინტერესო პროექტებს, რომლებიც სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისკენ არის მიმართული. ჩვენ და Startup Grind-ი რამდენიმე წელია ვპარტნიორობთ და მოხარულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა 2024 წელსაც წარმატებით გრძელდება.

მომდევნო ღონისძიება ბათუმში გაიმართება, სადაც ძალიან საინტერესო სპიკერი ბიზნესის წარმომადგენლებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას თუ როგორ შეუძლიათ  მათ AI-ის ინტეგრაცია საკუთარი ბიზნეს საქმიანობის გასამარტივებლად. შეხვედრაზე ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია თუ რა ინსტრუმენტებია ხელმისაწვდომი მათთვის და როგორ შეიძლება მათი გამოყენება ისეთი დავალებების ავტომატიზაციისთვის, რომლებიც დიდ დროსა და ფინანსურ რესურსს მოითხოვენ. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ისეთი პროექტების მხარდაჭერას რომელიც ბიზნესებისთვის ყოველდღიური პროცესების გამარტივებას შეუწყობს ხელს“,- აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

Startup Grind ინგლისურ ენაზე ჩატარდება და მასზე დასასწრება უფასოა.

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია.

 




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - ამ კანონის ხელახლა წარდგენა თავისთავად პროვოკაცია იყო ევროკავშირის კარის გაღების ნახვით ბედნიერი საზოგადოების წინააღმდეგ
ზურაბიშვილი - როცა ხელისუფლება ხარ, არ შეიძლება ამ ქვეყნის ახალგაზრდა თაობას სატანისტი და სხვა ეპითეტები უწოდო
პრეზიდენტი ელჩებს - ივანიშვილის გამოსვლა ძალიან პროვოკაციული იყო, როგორც თქვენი, ასევე, ქართველი ხალხის მიმართ
პრემიერ-მინისტრი იაპონიის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics