20:01 - 04 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-24 16:32:20, 255 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - სოციალური პროექტის, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, უახლოეს პერიოდში 582 ოჯახი უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას

აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს მნიშვნელოვანი  სოციალური პროექტების განხორციელება. გაიზარდა "ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის" პროგრამის ბიუჯეტი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამა ძალიან დიდი სოციალური გამოწვევის გადაჭრას ემსახურება რეგიონში და სამწუხაროა, რომ ოპონენტებს არ რჩებათ დრო, ისაუბრონ მსგავს მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროგრამებზე.

"იცით, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გამოწვევა გახლავთ ეკომიგრანტების მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი საცხოვრისით დაკმაყოფილება. რა თქმა უნდა, ჩვენს ოპონენტებს არ რჩება დრო, ისაუბრონ იმ მიმდინარე პროექტებზე რომელიც ემსახურება  ძალიან დიდი გამოწვევის გადაჭრას.  სწორედ ამ მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაზრდილიყო საცხოვრისით დაკმაყოფილების დაფინანსება და დღეის მდგომარეობით 50 000 ლარს შეადგენს. ასევე, გავაორმაგეთ ბიუჯეტის შესაბამისი მიზნობრივი დაფინანსება და გასულ კვირას, პროგრამის ფარგლებში, 30-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო ახალი საცხოვრისი", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ ოჯახზე დაფინანსების წილი 50 000 ლარამდე გაიზარდა და ბიუჯეტმა 5 016 840 ლარი შეადგინა. წელს პროგრამით უკვე ისარგებლა  45 ოჯახმა და სულ 120-მდე ოჯახი შეძლებს საცხოვრისის შეძენას. პროგრამა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ  2016 წლიდან ხორციელდება და ჯამში 753 ოჯახმა შეძლო უსაფრთხო საცხოვრისის შეძენა.

ასევე, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ დასკვნით ეტაპზეა ,,ოცნების ქალაქის" მშენებლობის მეორე ფაზა და მომდევნი თვიდან, ეტაპობრივად დაიწყება  ბინების იქ მცხოვრებლებისთვის გადაცემა. 

"582 ოჯახი დაკმაყოფილდება და ძალიან მახარებს ფაქტი, რომ ეს პატარები, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდებოდნენ ამ პროექტის განხორციელებას უკვე მართლა აიხდენენ მათ ოცნებებს", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. 

აჭარის მთავრობის ცნობით, წესლვე დაიწყება მეორე ფაზის განხორციელება რაც გულისხმობს,  მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - ამ კანონის ხელახლა წარდგენა თავისთავად პროვოკაცია იყო ევროკავშირის კარის გაღების ნახვით ბედნიერი საზოგადოების წინააღმდეგ
ზურაბიშვილი - როცა ხელისუფლება ხარ, არ შეიძლება ამ ქვეყნის ახალგაზრდა თაობას სატანისტი და სხვა ეპითეტები უწოდო
პრეზიდენტი ელჩებს - ივანიშვილის გამოსვლა ძალიან პროვოკაციული იყო, როგორც თქვენი, ასევე, ქართველი ხალხის მიმართ
პრემიერ-მინისტრი იაპონიის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics