19:24 - 04 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-24 16:06:01, 225 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე - Routes Europe 2024-ზე ვაზიანის აეროპორტის პროექტის მიმართ ინტერესი დიდია

დანიის ქალაქ ორჰუსში მიმდინარე საავიაციო ფორუმი Routes Europe 2024 დასასრულს უახლოვდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, კომპანიის გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის ხელმძღვანელობით, ფორუმის ფარგლებში, პარტნიორ აეროპორტებთან და ავიაკომპანიებთან 3 დღის განმავლობაში 30 მდე შეხვედრა გამართა.

ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ევროპულ ავიაკომპანიებთან და აეროპორტებთან, რომლებთანაც საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის დაკავშირება მნიშვნელოვანია.

,,აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ თბილისი კიდევ უფრო დავუკავშიროთ ევროპის მეტ დედაქალაქს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბრიუსელი, პარიზი, რომი, ბერლინის და სხვა ევროპული დედაქალაქების მიმართულებები, ჩვენი ახალი სტრატეგიის თანახმად, ვცილობთ, რომ საქართველო და კონკრეტულად, თბილისი დავაკავშიროთ, რაც შეიძლება მეტ დედაქალაქს. რათა მგზავრებმა მეტი პირდაპირი ფრენით ისარგებლონ.

ფორუმი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ დიდი ინტერესი იყო ჩვენს მიერ დაანონსებული ვაზიანის აეროპორტის პროექტის მიმართ. ყველა ძირითადმა მოთამაშემ იცის ამ პროექტის შესახებ და მათგან ინტერესი ჩანდა. ბუნებრივია, მოლაპარაკებები გაგრძელდება როგორც არქიტექტორებთან, სამშენებლო კომპანიებთან, ისე ოპერატორებთან. ეს მზარდი ინტერესი ნიშნავს, რომ მთავრობამ ახალი აეროპორტის მშენებლობის დაანონსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

სამდღიანი ფორუმის ფარგლებში ძირითადი შეხვედრები გაიმართა საქართველოს საავიაციო ბაზრით ბრიტანული ავიაკომპანიების დაინტერესების მიზნით და ძირითადი საუბარი შეეხო იმ თავისუფალი ბაზრების ათვისებას, საიდანაც ჯერჯერობით საქართველოში პირდაპირი ფრენები არ ხორციელდება. ასევე, შეხვედრები გაიმართა გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ავიაკომპანიებთან და აეროპორტების წარმომადგენლებთან, რომ მათი არსებობა საქართველოს ბაზარზე კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს.

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - ამ კანონის ხელახლა წარდგენა თავისთავად პროვოკაცია იყო ევროკავშირის კარის გაღების ნახვით ბედნიერი საზოგადოების წინააღმდეგ
ზურაბიშვილი - როცა ხელისუფლება ხარ, არ შეიძლება ამ ქვეყნის ახალგაზრდა თაობას სატანისტი და სხვა ეპითეტები უწოდო
პრეზიდენტი ელჩებს - ივანიშვილის გამოსვლა ძალიან პროვოკაციული იყო, როგორც თქვენი, ასევე, ქართველი ხალხის მიმართ
პრემიერ-მინისტრი იაპონიის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics