13:54 - 04 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-24 13:21:36, 251 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

საქართველოს ბანკი  პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონსტურქციისა და გაფართოების პროექტს ახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 42 მილიონი აშშ დოლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 31.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც სრულიად მოხმარდება კაპიტალურ დანახარჯებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში „სითი მოლი გლდანის“ ტერიტორიაზე 90 000 კვ.მ ფართის მშენებლობა იგეგმება, სადაც 26 000 კვ.მ-ზე სავაჭრო სივრცე მოეწყობა. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია 33 350კვ.მ - ზე ორი საცხოვრებელი თაუერის მშენებლობა, სადაც საცხოვრებელი სივრცე 23 000კვ.მ-ს შეადგენს.

,,აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ თბილისში  ორ სავაჭრო ცენტრს -  ,,სითი მოლი საბურთალო’’ და,,სითი მოლი გლდანი’’ ფლობს.  ის  100-ზე მეტ, სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ტანსაცმლის, აქსესუარების, საყოფაცხოვრებო და სამომხმარებლო ტექნიკის ბრენდს, კინოთეატრს, სპორტულ კომპლექსს, კვების ზონას და სხვა  გასართობსა თუ მოსასვენებელ ზონებს აერთიანებს.

პროექტის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო და ის 2026 წლისთვის დასრულდება.

„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენს პორტფელში FMCG სექტორს მნიშვნელოვანი წილი უკავია. „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთან“ 2006 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ ინიცირებული ყველა პროექტი ერთობლივად განვახორციელეთ, მათ შორის „სითი მოლი საბურთალოსა“ და „სითი მოლი გლდანის“ სავაჭრო ცენტრის მშენებლობა.

გვეამაყება, რომ წლიდან - წლამდე კომპანია ვითარდება, ძლიერდება და ახალ მასშტაბებს იძენს. ამჯერად, აღნიშნული პროექტი სითი მოლი გლდანის გაფართოებას ითვალისწინებს, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს ახალი, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბრენდები შემოიყვანოს და მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი, განსხვავებული და მრავალფეროვანი პროდუქცია შესთავაზოს“, - განაცხადა ირაკლი კიკალიშვილმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ფავლენიშვილი - როცა გომელაური არაფერს აკეთებს ივანიშვილის ზონდერ ჯგუფების დასასჯელად, ვაპირებთ, ჩვენს პარტნიორებთან დავაყენოთ მისი სანქცირების საკითხი
კალაძე - აგრესიული უმცირესობის ხელშია, არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ ფაშისტური იდეოლოგიის ინსტრუმენტის - მტრის ხატის შექმნა
ხვიჩა კვარაცხელია - ვიმსახურებთ, ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს
არასამთავრობოები დიპლომატებს - საქართველოს მომავალი საფრთხეშია, ახლა დუმილი და კონფორმიზმი დანაშაულის ტოლფასია, გამოხატეთ პროტესტი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics