2024-04-23 12:18:03, 543 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
რუსეთის ჯარებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა 2 და დაშავდა 6 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ოკუპანტების სამიზნეს საცხოვრებელი კვარტლები წარმოადგენდა, კერძოდ, დაზიანდა 8 მაღალსართულიანი შენობა და 26 კერძო სახლი.
მათივე ინფორმაციით, ასევე დაზიანდა სასწავლო დაწესებულება, საბავშვო ბაღი, კულტურის დაწესებულება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და გაზსადენი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,