2024-03-27 02:08:33, 608 ნახვა
სპორტი
უკრაინამ ისლანდიის ნაკრები დაამარცხა და ევრო-2024 ზე იასპარეზებს
უკრაინის საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალური მატჩი მოიგო. უკრაინამ ისლანდიის ნაკრები 2:1 დაამარცხა. უკრაინისა და ისლანდიის ნაკრებები ერთმანეთს 21:45 წუთზე პოლონეთის ტარჩინსკის არენაზე ვროცლავში შეხვდნენ. ისლანდიის ნაკრებმა ცოტა ხნის წინ ისრაელთან გამართულ მატჩში დიდი გამარჯვება მოიპოვა (4:1). 30-ე წუთზე გუდმუნდსონმა უკრაინის ნაკრების კარში გოლი გაიტანა. 9 წუთის შემდეგ იარემჩუკმა ისლანდიას გოლი გაუტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე გამო გააუქმა. 54-ე წუთზე ციგანკოვმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. 84-ე წუთზე მუდრიკმა მეტოქის კარის შორეულ ქვედა კუთხეში დაარტყა. მოგეხსენებათ, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინამ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და პირდაპირ ფინალში ვერ მოხვდა. ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ იყო ერთა ლიგის პლეი-ოფში. 21 მარტს უკრაინამ ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის 57-ე წუთზე ნიკოლაი მატვიენკომ ავტოგოლი გაიტანა, 85-ე და 88-ე წუთზე რომან იარემჩუკმა და არტემ დოვბიკმა გაიტანეს. ავტორი: ექსპრესნიუსი, ანდრია ბასილაია აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობს
ცისკარიშვილი - უკვე ოთხი დღე გავიდა, რაც ლევან ხაბეიშვილი გახდა არაჰუმანური და სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი,მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოს საქმის გამოძიება
იერუსალიმის აღდგომის ტაძარში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ლევან იოსელიანი ახალგაზრდებზე - იშვიათად მინახავს ასეთი გულრწფელობა აქციაზე, მათზე თავდასხმა აპრიორი მარცხისთვისაა განწირული
|
ომი უკრაინაშიმედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|