2023-12-18 10:17:39, 738 ნახვა
სამხედრო
ბურჭულაძე - სამხედრო განათლების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებს დიდ გამოცდილებას სძენს და ნატოსთან თავსებად ძალად აყალიბებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემა „იმედი Live“-ში უწყების თავდაცვის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა შეაჯამა. „თავდაცვის უწყებისთვის 2023 წელი რეკორდული იყო - ვუმასპინძლეთ 27 სხვადასხვა ღონისძიებას, სწავლებას და, ასევე, საზღვარგარეთ 40 სხვადასხვა სწავლებაში მივიღეთ მონაწილეობა. მათ შორის იყო ისეთი სწავლებები, სადაც ევროპის ქვეყნების, ნატოს წევრი და არაწევრი სახელმწიფოებიდან, 3 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისი განმარტებით, სამხედრო განათლების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებს დიდ გამოცდილებას სძენს და ნატოსთან თავსებად ძალად აყალიბებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტებზე. მისი განცხადებით, ალიანსის წარმომადგენელთა მრავალრიცხოვანი დელეგაციის ქვეყანაში სტუმრობა მიუთითებს საქართველოს თავდაცვის ძალების პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალებთან თავსებადობაზე. „ნატოს ქვეყნებშიც კი, უმრავლესობაში, კომიტეტი, თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, სრული შემადგენლობით არ არის ნამყოფი. რა თქმა უნდა, ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორი თავსებადი ვართ მათთან“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), Reuters - ავღანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა
როიტენი - მოვუწოდებ ევროკომისიას, დაუყოვნებლივ მოამზადონ სანქციები ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის წინააღმდეგ
თსუ-სთან შეკრებილ სტუდენტებს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ
ფავლენიშვილი - გუშინ, ჩემს ერთი წლის შვილთან ერთად ვიყავი, დამხვდა 5 პირბადიანი პირი, რომლებიც სიტყვიერად დამემუქრნენ
|
ომი უკრაინაშიკიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|