2023-05-12 11:08:32, 1432 ნახვა
Lifestyle
საქართველო ევროვიზია 2023-ის ფინალში ვერ გადავიდა - ვიდეო
ევროვიზიის ფინალში საქართველო კვლავ ვერ გავიდა. ლივერპულში გამართული შეჯიბრის მეორე ნახევარფინალში საქართველოს წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვა მე-11 ნომერში წარსდგა მაყურებლის წინაშე, მან სიმღერა „ეხო“ შეასრულა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ირუ მიუბრუნდა მაყურებელს: „გმადლობთ, ევროპა! საქართველო, მიყვარხარ! - თქვა მან. მეორე ნახევარფინალში გასული 16 მონაწილედან ფინალში 10 გავიდა: ესტონეთი, ალბანეთი, კვიპროსი, ბელგია, ავსტრია, ლიტვა, პოლონეთი, ავსტრალია, სომხეთი და სლოვენია. პირველი ნახევარფინალიდან ფინალში 13 მაისს ხორვატია, მოლდოვა, შვეიცარია, ფინეთი, ჩეხეთი, ისრაელი, პორტუგალია, შვედეთი, სერბეთი და ნორვეგია გავიდნენ. დიდი ხუთეული (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი) და შარშანდელი გამარჯვებული ქვეყანა (უკრაინა) ავტომატურად გადიან ფინალში. ბოლოს საქართველომ ევროვიზიის ფინალში გასვლა 2016 წელს შეძლო. მაშინ ქვეყანას წარმოადგენდნენ ნიკა კოჩაროვი და ახალგაზრდა ქართველი ლოლიტასი სიმღერით "შუაღამის ოქრო". ავტორი: ექსპრესნიუსი, ღარიბაშვილი - თუ კანონში დამატება მოხდა, იქვე რატომ არ მოახდინეს რეაგირება
საია - მოვუწოდებთ პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ, ხოლო თსუ-ს სტუდენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ
საგარეო - ევროსაბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას
Reuters - ავღანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა
|
ომი უკრაინაშიკიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|