2023-04-10 21:23:12, 1270 ნახვა
კომენტარი
გვრიტიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტმა დაგვარწმუნა, რომ სასამართლო ხელისუფლება მარტო არ არის
შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ერთგვარი ცივი შხაპი გადაასხა პრემიერის ვიზიტმა უზენაეს სასამართლოში სასამართლოს არაკეთილმოსურნეებს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა იმედის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელმა ვიზიტმა და მისმა გამოხატულმა პოზიციამ სავსებით დაარწმუნა მოსამართლეები, რომ უპრეცედენტო შეტევის პირობებში, სასამართლო ხელისუფლება მარტო არ არის. "შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ერთგვარი ცივი შხაპი გადაასხა პრემიერის ვიზიტმა უზენაეს სასამართლოში სასამართლოს არაკეთილმოსურნეებს. ამ უპრეცედენტო და აბსოლუტურად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებაში, რომლითაც მოქმედი მოსამართლეები კორუფციის უმძიმესი ბრალდებით დასანქცირდნენ, გათვლა იყო ის, რომ ერთი მხრივ თვითონ სასამართლო კორპუსისადმი იყო გზავნილი და მიზნად ისახავდა დაშანტაჟებას და მეორე - გზავნილი იყო ხელისუფლებისადმი, რომ გაემიჯნეთ. პრეზიდენტის ბრიფინგი იყო ამის ცალსახა ლუსტრაცია. პრეზიდენტმა ასეთი პოზიცია არჩია, რომ ვთქვათ, ჩვენს "ევროპულ მომავალს" ეს ოთხი ადამიანი შევწიროთო. რაც შეეხება მთავრობას და მის მეთაურს, დღევანდელმა მისმა ვიზიტმა და მისმა გამოხატულმა პოზიციამ სავსებით დაგვარწმუნა იმაში, რომ სასამართლო ხელისუფლება დღეს არ არის მარტო ამ უპრეცედენტო შეტევის პირობებში და რომ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მისი ხელმძღვანელის სახითაც აბსოლუტურად ჯანსაღი პოზიცია უკავია, რაც სახელმწიფოს პირველი თანამდებობის პირს უნდა ეკავოს, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე", - განაცხადა გვრიტიშვილმა. შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. ავტორი: ექსპრესნიუსი, The Times of Israel - ირანში 7 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
დღეს, 18 მაისს, 17:00 საათზე სტუდენტური მარში გაიმართება
დაფიონი კობახიძის მიერ საჯარო დისკუსიის შეთავაზებაზე - ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლა, სტუდენტური ფიცის ღალატი იქნება
ღარიბაშვილი ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტზე - მათი მიტინგზე გამოსვლა შეურაცხმყოფელია
|
ომი უკრაინაშიკიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|