2024-05-04 10:16:48, 373 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
შაბათს ღამით, საჰაერო თავდაცვამ რუსეთი მიერ გაშვებული 13 "შაჰიდის" ტიპის დრონი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, 4 მაისის ღამეს რუსეთმა ბელგოროდის რეგიონიდან 13 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და ოთხი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა გაუშვა.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფებმა 13 თავდასხმის თვითმფრინავი ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში გაანადგურეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,