This option will reset the home page of this site. Restoring any closed widgets or categories.

Reset

საქართველო-ევროკავშირს შორის საკვები პროდუქტებტან დაკავშირებით შეთანხმება პარაფირებულია

საქართველო-ევროკავშირს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების შესახებ
შეთანხმება პარაფირებულია.

შეთანხმების პარაფირება დღეს საგარეო უწყებაში საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ, ხოლო ევროპული მხრიდან ევროკომისიის სოფლის მეურნეობის გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლა ვერლემ განახორციელეს.

დოკუმენტის თანახმად, გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენება შესაძლებელი იქნება იმ მწარმოებლების მიერ, რომლებიც ევროპასა და საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სხვა სახის საკვები პროდუქციის ექსპორტს ახორციელებენ.

შეთანხმებაში მონაწილე მხარეები უარს იტყვიან სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე ან გააუქმებენ იმ სასაქონლო ნიშნებს, რომლებსაც შეთანხმებაში მინიჭებული აქვს გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ გეოგრაფიული აღნიშვნები დაცული იქნება ნებისმიერი არასწორი გამოყენებისგან, მათ შორის, აიკრძალება გეოგრაფიული აღნიშვნის რეპუტაციით სარგებლობა, იმიტაცია ან მიბაძვა, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი პროდუქციის ნამდვილ წარმოშობასთან დაკავშირებით.

ნუსხაში შესულია 18 დასახელების ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა, კერძოდ, ,,მანავი”, ,,ქინძმარაული”, ,,ახაშენი”, ,,ატენური”, “გურჯაანი”, “წინანდალი” და “ხვანჭკარა” .

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ შესაძლებელი გახდება მის ნუსხაში სხვა პროდუქციის შეტანაც. შეთანხმება ძალაში 2011 წლის დასაწყისიდან შევა.

მოათავსეთ კომენტარი