ფალსიფიცირებული თევზის დამზადებისთვის ინდმეწარმე გივი პაპავა დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ფალსიფიცირებული თევზის დამზადებისთვის ინდმეწარმე გივი პაპავა დააკავეს.
დაკავებულს ბრალად ედება ანტისანიტარიულ პირობებში თევზის მომზადება და მისი რეალიზაცია.
ქარხანა, სადაც კუსტარული წესით მოლივასა და ორაგულის თევზები მზადდებოდა, მუხიანში ძველი რადიო ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს.
სამართალდამცავების მიერ საწარმო დალუქულია, ხოლო ბაზრობაზე რეალიზაციისთვის გატანილი პროდუქცია ამოღებული.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განყოფილების უფროსის დავით შაქარაშვილის განცხადებით, ლაბორატიული ექსპერტიზა ჩაუტარდა აღნიშნული სახის თევზებს და პროდუქციის თვისობრივი ხარისხის მაჩვენებელი სტანდარტებს ვერ შეესაბამება და პროდუქტი მავნებელია ჯანმრთელობისთვის.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და კანონით დანაშაული 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისიწნებს.


















