სააკაშვილი: ტყეს უნდა ჰყავდეს კონკრეტული პატრონი
მიხეილ სააკაშვილის თქმით ტყეს უნდა ყავდეს კონკრეტული პატრონი და კარგია რომ გადაკეთდა საჯარო სამართლის პირად და შესაძლოა კომერციული საქმიანობის წამოწყება.
ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გარემოს დამცველებთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით ტყემ უნდა იმუშაოს საქართველოს ეკონომიკაზე და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
“სამინისტროს ყველა თანამშრომელი უნდა გრძნობდეს რომ ის ხალხის მსახურია. მე მგონია რომ სატყეო მომსახურება ამას ვერ გრძნობს. მათ ჰგონიათ, რომ მათი ფუქციაა ზოგს დაეხმაროს ზოგს არა. ისინი ეღრინებიან ინვესტორს. ასე ჩვენ ვერ შევძლებთ ეკონომიკური ურთიერთობის მოგვარებას და თუ ესე გაგრძელდა ისინი აუცილებლად მოიხსნებიან”,- განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სატყეო მომსახურებამ უნდა გამოიცვალოს ფსიგოლოგია და აღარ უნდა ეგონოთ, რომ ისინი ტყის ბატონ-პატრონები არიან.
ასევე მან აღნიშნა, რომ ყველა ინვესტორი კეთილმოსურნეა საქართველოსთვის, რადგან ისინი ხალხს ასაქმებენ და მთავრობა უნდა იყოს გახსნილი, ეფექტური და მოქნილი მათ შესანარჩუნებლად.


















