2024-05-10 17:13:35, 349 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე თურქეთის რესპუბლიკის გუბერნატორებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმში ვიზიტით მყოფ ტრაპიზონის გუბერნატორ აზიზ ილდირიმთან და ართვინის გუბერნატორ ჯენგიზ უნსალთან, შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „თურქეთი ინარჩუნებს საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორისა და ინვესტორის პოზიციას. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება სავაჭრო და სამრეწველო მიმართულებით. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე, აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე, შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გრიგოლ ბესელია, ტრაპიზონის ჟანდარმერიის მეთაური გენერალ მაიორი მუსტაფა ერდემი და თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში რიზა ქაღან ილმაზი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), კობახიძე - არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მიზეზი - როცა ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე თავის მართლება გიწევს
სანდუ - მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა - ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციაში ჩაიწერება
უკრაინის საგარეო არჩევნებზე - გასაკვირი არ არის, რომ არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა
ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების სტატისტიკას ავრცელებს
|
ომი უკრაინაშიხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა [ვიდეო]
უკრაინამ და რუსეთმა დაიწყეს მოლაპარაკებები ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ - FT
არჩევნები 2024
იოსელიანი - საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება
მედიაომბუდსმენი - არჩევნების გაშუქებისას დანაშაულებრივი ქმედებებით მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება დაირღვა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|