2024-05-09 16:14:48, 344 ნახვა
რეგიონი
კასპის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მემორიალი გვირგვინით შეამკო
კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა 1941-1945 წლების აღმნიშვნელი მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ. „მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა. ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა 1941-1945 წლების აღმნიშვნელი მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიების შემდეგ, სოფელ ახალქალაქში ომის ვეტერანს, 100 წლის შალვა გოჩიტაშვილს ესტუმრნენ და გამარჯვების დღე მიულოცეს. კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ შალვა გოჩიტაშვილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1000 ლარით დაასაჩუქრა. ვეტერანთა საქმეთა სამსახურის უფროსმა კასპის მუნიციპალიტეტში ლავრენტი ბაიდაურმა ომის ვეტერანს, ვეტერანთა საქმეთა სამსახურის საჩუქრები გადასცა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), კობახიძე - არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მიზეზი - როცა ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე თავის მართლება გიწევს
სანდუ - მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა - ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციაში ჩაიწერება
უკრაინის საგარეო არჩევნებზე - გასაკვირი არ არის, რომ არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა
ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების სტატისტიკას ავრცელებს
|
ომი უკრაინაშიხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა [ვიდეო]
უკრაინამ და რუსეთმა დაიწყეს მოლაპარაკებები ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ - FT
არჩევნები 2024
იოსელიანი - საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება
მედიაომბუდსმენი - არჩევნების გაშუქებისას დანაშაულებრივი ქმედებებით მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება დაირღვა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|