2024-05-02 15:34:33, 422 ნახვა
რეგიონი
სოფელ გუდალეთში ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ გუდალეთში მდინარე გუდალურაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
მათივე ინფორმაციით, ხიდის აღდგენის სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ვერ ბალ გრუპ“-ი ახორციელებს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),