2024-04-25 19:41:08, 413 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
რუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
ბალაკლიას სამხედრო ადმინისტრაცია მოსახლეობას სთხოვს, რკინიგზის სადგურს არ მიუახლოვდნენ.
"ოკუპანტებმა ბალაკლიას დაარტყეს, რკინიგზის სადგურთან. დაშავდა ხუთი ადამიანი - სამი ქალი და ორი კაცი", - განაცხადა სინეგუბოვმა, მოგვიანებით კი განაახლა ინფორმაცია და დასძინა, რომ დაშავებულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,