2024-04-25 09:39:21, 420 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ბოლო კვირებში შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის ტიპის რაკეტები ფარულად გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. მედია წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ რაკეტები უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტში შედიოდა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 12 მარტს დაამტკიცა. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, რაკეტები პირველად 17 აპრილის გამოიყენეს, ყირიმში რუსული აეროდრომის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინის ფრონტის ხაზებიდან, დაახლოებით, 165 კმ-ში (103 მილი) იყო. „პენტაგონი თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა შორი დისტანციური რაკეტების განლაგებას, იმის შიშით, რომ ამერიკული მარაგიდან რაკეტების დაკარგვა აშშ-ის სამხედრო მზადყოფნას დააზარალებდა. ასევე არსებობდა შეშფოთება, რომ უკრაინა მათ რუსეთის სიღრმეში სამიზნეებზე თავდასხმისთვის გამოიყენებდა“, - წერს მედია ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით. ავტორი: ექსპრესნიუსი, კობახიძე - არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მიზეზი - როცა ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე თავის მართლება გიწევს
სანდუ - მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა - ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციაში ჩაიწერება
უკრაინის საგარეო არჩევნებზე - გასაკვირი არ არის, რომ არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა
ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების სტატისტიკას ავრცელებს
|
ომი უკრაინაშიხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა [ვიდეო]
უკრაინამ და რუსეთმა დაიწყეს მოლაპარაკებები ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ - FT
არჩევნები 2024
იოსელიანი - საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება
მედიაომბუდსმენი - არჩევნების გაშუქებისას დანაშაულებრივი ქმედებებით მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება დაირღვა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|