2024-04-24 16:32:20, 369 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - სოციალური პროექტის, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, უახლოეს პერიოდში 582 ოჯახი უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას
აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სოციალური პროექტების განხორციელება. გაიზარდა "ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის" პროგრამის ბიუჯეტი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამა ძალიან დიდი სოციალური გამოწვევის გადაჭრას ემსახურება რეგიონში და სამწუხაროა, რომ ოპონენტებს არ რჩებათ დრო, ისაუბრონ მსგავს მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროგრამებზე. "იცით, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გამოწვევა გახლავთ ეკომიგრანტების მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი საცხოვრისით დაკმაყოფილება. რა თქმა უნდა, ჩვენს ოპონენტებს არ რჩება დრო, ისაუბრონ იმ მიმდინარე პროექტებზე რომელიც ემსახურება ძალიან დიდი გამოწვევის გადაჭრას. სწორედ ამ მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაზრდილიყო საცხოვრისით დაკმაყოფილების დაფინანსება და დღეის მდგომარეობით 50 000 ლარს შეადგენს. ასევე, გავაორმაგეთ ბიუჯეტის შესაბამისი მიზნობრივი დაფინანსება და გასულ კვირას, პროგრამის ფარგლებში, 30-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო ახალი საცხოვრისი", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ ოჯახზე დაფინანსების წილი 50 000 ლარამდე გაიზარდა და ბიუჯეტმა 5 016 840 ლარი შეადგინა. წელს პროგრამით უკვე ისარგებლა 45 ოჯახმა და სულ 120-მდე ოჯახი შეძლებს საცხოვრისის შეძენას. პროგრამა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2016 წლიდან ხორციელდება და ჯამში 753 ოჯახმა შეძლო უსაფრთხო საცხოვრისის შეძენა. ასევე, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ დასკვნით ეტაპზეა ,,ოცნების ქალაქის" მშენებლობის მეორე ფაზა და მომდევნი თვიდან, ეტაპობრივად დაიწყება ბინების იქ მცხოვრებლებისთვის გადაცემა. "582 ოჯახი დაკმაყოფილდება და ძალიან მახარებს ფაქტი, რომ ეს პატარები, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდებოდნენ ამ პროექტის განხორციელებას უკვე მართლა აიხდენენ მათ ოცნებებს", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. აჭარის მთავრობის ცნობით, წესლვე დაიწყება მეორე ფაზის განხორციელება რაც გულისხმობს, მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), კობახიძე - არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მიზეზი - როცა ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე თავის მართლება გიწევს
სანდუ - მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა - ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციაში ჩაიწერება
უკრაინის საგარეო არჩევნებზე - გასაკვირი არ არის, რომ არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა
ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების სტატისტიკას ავრცელებს
|
ომი უკრაინაშიხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა [ვიდეო]
უკრაინამ და რუსეთმა დაიწყეს მოლაპარაკებები ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ - FT
არჩევნები 2024
იოსელიანი - საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება
მედიაომბუდსმენი - არჩევნების გაშუქებისას დანაშაულებრივი ქმედებებით მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება დაირღვა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|