04:37 - 01 Nov, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-24 12:53:51, 299 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში  კომპანიის MMG Agriculture  თხილის ბაღი  დაათვალიერა  და იმ მეთხილე ფერმერებს შეხვდა, რომლებიც ინდუსტრიული თხილის ბაღების მფლობელები არიან.

„ჩვენ ხშირად ვხვდებით ფერმერებს და მათგან ვისმენთ ინფორმაციას არსებული საჭიროებების შესახებ.  საქართველოში თხილის სექტორს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს; ჩვენი მიზანია, ფერმერებს მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი როგორც ფინანსურ ნაწილში, ასევე საჭირო ცოდნაზე წვდომის კუთხით. ხარისხიანი მოსავლით ფერმერები უფრო მეტად კონკურენტუნარიანები იქნებიან  და მეტ შემოსავალს მიიღებენ. უნდა აღინიშნოს, რომ შარშან, კლიმატური პირობების მხრივ, საკმაოდ რთული წელი გვქონდა, ამიტომაც ხარისხის კუთხით გარკვეული გამოწვევები იყო.  მთლიანობაში, შარშან, მოსავალი 5 ათასი ტონით მეტი იყო, ვიდრე წინა წელს, წელს კი, გაცილებით უკეთესს ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო პროგრამები და ფერმერების აქტიურობა, ერთობლივად კარგ შედეგს მოგვცემს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

კომპანიას  MMG Agriculture   ქართულ-ებრაული ინვესტიციით  300 ჰექტარზე მეტ ფართობზე აქვს გაშენებული თხილის ბაღი. 50ჰა-ზე თხილის ბაღის გაშენება  50,000 ლარით დაფინანსდა სახელმწიფო პროგრამით „დანერგე მომავალი“. როგორც კომპანიის მფლობელი პაატა სირაძე აცხადებს, ამავე მიზნობრიობით ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტით, რომლის ოდენობაც 1,5 მლნ ლარს აღემატება.

აღსანიშნავია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 3,291 ჰექტარზე ახალი მრავალწლოვანი ბაღის გაშენება თანადაფინანსებულია 43 მლნ ლარით, მათ შორის, თხილის ახალი ბაღების გაშენება  თანადაფინანსებულია  505 ჰა-ზე  1,2 მლნ ლარით.   მებაღეობის განვითარების მიზნობრიობით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში   გაცემულია  123  მლნ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი, მათ შორის თხილის გაშენების მიზნობრიობით გაცემულია 9,1 მლნ ლარი.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მიზეზი - როცა ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე თავის მართლება გიწევს
სანდუ - მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა - ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციაში ჩაიწერება
უკრაინის საგარეო არჩევნებზე - გასაკვირი არ არის, რომ არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა
ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების სტატისტიკას ავრცელებს

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics