2024-04-19 14:16:55, 332 ნახვა
რეგიონი
სოფელ გეგელიძეებში, ახალი სოფლის სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ გეგელიძეებში, ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობის პროგრამის ფარგლებში, ახალი სოფლის სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოებს ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი გენადი ანანიძე და ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ბადრი ნაკაშიძე ადგილზე გაეცნენ. „სოფელ გეგელიძეებში, აშენდება ახალი თანამედროვე ტიპის კაპიტალური შენობა, რომელიც აღჭურვილი იქნება გაგრილება-გათბობის სისტემით, ასევე კეთილმოეწყობა გარე ფასადი ფერადი თუნუქის საიდინგის ფურცლებით და დამათბუნებელი ფილებით. სამშენებლო სამუშაოებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 133 157 ლარია გამოყოფილი“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), კობახიძე - არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მიზეზი - როცა ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე თავის მართლება გიწევს
სანდუ - მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა - ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციაში ჩაიწერება
უკრაინის საგარეო არჩევნებზე - გასაკვირი არ არის, რომ არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა
ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების სტატისტიკას ავრცელებს
|
ომი უკრაინაშიხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა [ვიდეო]
უკრაინამ და რუსეთმა დაიწყეს მოლაპარაკებები ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ - FT
არჩევნები 2024
იოსელიანი - საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება
მედიაომბუდსმენი - არჩევნების გაშუქებისას დანაშაულებრივი ქმედებებით მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება დაირღვა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|