23:46 - 10 Nov, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-18 12:22:37, 1085 ნახვა

სპორტი
მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს მისთვის ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვებაა.

სუპერმსუბუქი წონის დაპირისპირება სამრაუნდიანი იყო. პირველი რაუნდი თანაბარი გამოვიდა. მეორე რაუნდიდან დვალიშვილმა ტემპს მოუმატა, მეტოქე რამდენჯერმე მიწაზეც გადაიყვანა. მესამე რაუნდში ქართველი მებრძოლი კიდევ უფრო გააქტიურდა და ჰენრი სეხუდომ მას ვერაფერი დაუპირისპირა.

სეხუდო UFC-ის მესამე ყოფილი ჩემპიონია, რომელიც მერაბ დვალიშვილმა დაამარცხა. აქამდე მან ჟოზე ალდოს და პიტერ იანსაც მოუგო.

დვალიშვილის მორიგი ბრძოლა UFC-ში სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის იქნება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NYT: რუსი და ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კურსკის მახლობლად თავდასხმისთვის ემზადებიან
პოლიციამ დემონსტრანტებს საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა
ტრამპის გუნდმა უარყო ყოფილი მრჩეველის სიტყვები ყირიმის დაბრუნების შესახებ
„ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას დღეიდან“ - თბილისში საპროტესტო მსვლელობა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე გრძელდება [ვიდეო]

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ახლა












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics